ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: „მიტჩელს დავაფინიშებ, 1 წელში ჩემპიონი გავხდები“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე და ბრაის მიტჩელთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი მიზანი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა და სჯერა, რომ ტიტულთან ძალიან ახლოსაა.

„თუ ტრავმებმა ხელი არ შემიშალა, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ქედმაღალი არ ვარ. მჯერა, რომ ერთ წელში საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ. ოქტაგონს მიღმა ჩემს სათქმელს მე ვამბობ, ოქტაგონზე ჩემი შედეგები ლაპარაკობენ.

მიტჩელთან ჩხუბს რაც შეეხება, ყველაზე რთული წონის დაფიქსირებაა. ვიცი, რომ ბრძოლას ადრე დავასრულებ და მას დავაფინიშებ. ფოკისურებული ვარ და ვერაფერი შემაჩერებს. ეს ბრძოლა ჩემთვის მორიგი ჩხუბია. მინდა, მსოფლიოში საუკეთესო ვიყო და ამ დაპირისპირების შემდეგ, მთავარი მიზანი UFC-ის ღონისძიების ესპანეთში ჩატარება იქნება. ბრაიან ორტეგასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი. იგი ესპანურად ლაპარაკობს და ეს ბრძოლა გულშემატკივრებისთვის ამაღელვებელი იქნებოდა, თუმცა სულერთია, ჩემი მეტოქე ვინ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას
„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას