კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: დინამომ 2 ქულა დაკარგა, სხვაობა შემცირდა
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: დინამომ 2 ქულა დაკარგა, სხვაობა შემცირდა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 35-ე ტურში მნიშვნელოვანი მატჩები გაიმართა. საჩემპიონო ბრძოლა ნელ-ნელა კულმინაციას აღწევს.

ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს, რადგან თბილისის „დინამომ“ წყალტუბოში „სამგურალთან“ ქულები დაკარგა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ფრედ 1:1 ითამაშა.

21-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ნიქაბაძემ დააწინაურა. 56-ე წუთისთვის „დინამომ“ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. გოლი ომარ იმრანმა გაიტანა.

თბილისელებს წინ გასვლაც შეეძლოთ, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენეს და 2 ძალიან მნიშვნელოვანი ქულა დაკარგეს.

რაც შეეხება გია გეგუჩაძის გუნდს, ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ სტუმრად 4:1 მოუგო. შეხვედრაში საუკეთესო ჯაბა ჯიღაური იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. თითოჯერ კი თავი ჯოვინომ და ვაწაძემ გამოიჩინეს.

ბოლო 36-ე ტურის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარებაა: 77 ქულით თბილისის „დინამო“ ლიდერობს, ბათუმს კი 76 ქულა აქვს. 3 დეკემბერს ჭიაბრიშვილის გუნდი „გაგრას“ უმასპინძლებს, გეგუჩაძის ბიჭები კი „ტორპედოს“ დაუხვდებიან.

თბილისელებისთვის ყველაფერი მარტივად არის - საკუთარ მოედანზე უნდა მოიგონ და ჩემპიონები არიან.

ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ტორპედო 3:0 სიონი

თელავი 1:1 დილა

ლოკომოტივი 0:1 საბურთალო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში პირველად - თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა
კარიერაში პირველად - თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა