ედენ აზარი, კატარი 2022, ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

აზარი: „თუ ედენი კარგად ითამაშებს, ბელგიას მუნდიალის მოგება შეუძლია“

ბელგიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ედენ აზარმა მუნდიალის მოგების პერსპექტივაზე ისაუბრა. „რეალის“ ფეხბურთელის თქმით, თუ თავად კარგად ითამაშებს, შესაძლებელია კატარში ჩემპიონი რობერტო მარტინესის გუნდი გახდეს.

„ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის, სამედიცინო შტაბი და ფიზიოთერაპევტები კარგად მუშაობენ.

შემიძლია უკეთ ვითამაშო, ისევე როგორც ეს შეუძლია მთლიანად გუნდს, მთლიანად ბელგიის ნაკრებს. კანადასთან შეხვედრაში თავს კარგად ვგრძნობდი. რაც უფრო ხშირად ვთამაშობ, რაც უფრო მეტი სათამაშო დრო მაქვს, თავს უკეთ წარმოვაჩენ.

მუნდიალის დაწყებამდე ეგვიპტესთან მარცხის შემდეგ კრიტიკის მესმოდა, კრიტიკა გასაგები იყო. თუ მაროკოსთან კარგად ვერ ვითამაშებ, იტყვიან: „ედენის თამაში დასრულებულია“.

ბელგიას მუნდიალის მოგება შეუძლია, თუ ედენი კარგად ითამაშებს. თუ მე სათანადოდ კარგად ვერ ვითამაშებ, მსოფლიოს ჩემპიონობა რთული იქნება“.

მუნდიალის პირველ ტურში ბელგიამ კანადა მიში ბათშუაის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა. მეორე ტურში ბელგიის ნაკრები მაროკოს შეხვდება (27 ნოემბერი), მესამე ტურში კი - ხორვატიას (1 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუთგეიტი: ქომაგებმა გვისტვინეს? არ მგონია ეს ჩვენი მისამართით ყოფილიყო
საუთგეიტი: ქომაგებმა გვისტვინეს? არ მგონია ეს ჩვენი მისამართით ყოფილიყო