ერვი რენარი, საუდის არაბეთი, პოლონეთი
Aa
Aa

“ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ“ - რენარდი პოლონეთთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პოლონეთი საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, საუდის არაბეთის მთავარმა მწვრთნელმა ჰერვი რენარდმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რენარდმა?

„შესაძლებლობა მაინც გვაქვს. როდესაც ამდენ მომენტს ვერ გამოიყენებ, რა თქმა უნდა, წააგებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ცოცხლები ვართ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. მიუხედავად წაგებისა, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა. სწორედ ამიტომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.

როდესაც ხარ მწვრთნელი, ასეთი მომენტებით დიდ სიამოვნებას იღებ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. პირველი თამაშის მოგება, მითუმეტეს არგენტინის წინააღმდეგ არასდროს არის ადვილი. დღეს ჩვენ უიღბლობის გამო არ წაგვიგია. წავაგეთ იმიტომ, რომ ეფექტურები არ ვიყავით.

ალ მალკიმ მეორე გოლის დროს შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასე ხშირად ხდება. მე მას მხარს ვუჭერ. ხელის გაშვერა ყოველთვის მარტივია, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი. ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი არსებობს. 30 ნოემბერზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე
კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე