კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

talkSPORT-ი რონალდუს ინტერვიუზე: ეს სირცხვილია, ის მშიშარაა

კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანთან ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა.

ამის შემდეგ, რონალდუს ქმედებაზე შეფასებები და კომენტარები გაკეთდა. პორტუგალიელის გადაწყვეტილება ბევრმა არ მოიწონა, ყველაზე კრიტიკული შეფასება კი talkSPORT-ის ჟურნალისტს ჰქონდა, რომელმაც კრიშტიანუს ინტერვიუს „მშიშარა“ უწოდა.

ალექს კრუკმა თავისი შეფასება ასე ახსნა:

„ვფიქრობ, ეს რონალდუსთვის სირცხვილია. ის მშიშარაა. როდესაც მან იცის, რომ უკვე აქ აღარ იქნება, სადმე ტენ ჰაგთან ახლოს...

ჩემი აზრით, რონალდუმ შეცდომა დაუშვა, როცა ისეთ ადამიანს დაესხა თავს როგორიც ერიკ ტენ ჰაგია, რადგან მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რადგან ისინი ხედავენ, თუ რამხელა სამუშაო გასწია მან სეზონის მსვლელობისას. ვფიქრობ, ფეხბურთელებს მისი სჯერათ.

იმის თქმა, რომ რონალდუ კლუბიდან იძულებით გააძევეს, რომლის დატოვებასაც ზაფხულში თავად გეგმავდა, სწორი არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ინტერვიუში კლუბი გააკრიტიკა და მისდამი დამოკიდებულება დაუწუნა. ასევე განაცხადა, რომ ტენ ჰაგი მას პატივს არ სცემდა, მის მიმართ უსამართლო იყო.

ამჟამად კრიშტიანუ უგუნდოდ არის და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. 37 წლის პორტუგალიელს ევროპის დატოვება ჯერ არ სურს და ზამთარში შემოთავაზებებს ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიის ნაკრებში თვლიან, რომ სერბები ნეიმარის დამტვრევას განზრახ ცდილობდნენ
ბრაზილიის ნაკრებში თვლიან, რომ სერბები ნეიმარის დამტვრევას განზრახ ცდილობდნენ