კატარი 2022
Aa
Aa

კამერუნელ ფეხბურთელს ბუცებზე რუსეთის დროშა ჰქონდა - ფიფა პრობლემას ვერ ხედავს

„ჰანოვერის“ კამერუნელი ნახევარმცველი გაელ ონდუა, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ტურში შვეიცარიასთან მატჩში ბუცებზე რუსეთის დროშიც გამოვიდა.

27 წლის ფეხბურთელს ბუცებზე კამერუნთან ერთად რუსული დროშაც ჰქონდა, რაც მალევე შეამჩნიეს და ამ ფაქტს დიდი კრიტიკაც მოჰყვა. როგორც მოგეხსენებათ რუსეთი ფიფას ტურნირებიდან მოკვეთილია და მათი სიმბოლიკის გამოყენებას ბევრი სწორად არ მიიჩნევს.

თუმცა როგორც გაირკვა ფიფა ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ფეხბურთელის დასჯას არ აპირებს.

საქმე იმაშია, რომ გაელი კამერუნში დაბადებული, მაგრამ რუსეთშია გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. ონდუა მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილია, ასევე  ცსკა-ს ახალგაზრდულ გუნდშიც ასპარეზობდა და „ანჟის“ რიგებშიც თამაშობდა.

„რატომ უნდა მეშინოდეს მოედანზე ბუცებით გასვლა, რომელზეც რუსეთის დროშაა გამოსახული? რუსეთი ჩემი სახლია. იქ გავიზარდე. მე იქ ვცხოვრობ. კარიერის შემდეგაც იქ ვიცხოვრებ. არაფრის არ მეშინია. თავს თავისუფალ ადამიანად ვგრძნობ! კამერუნი და რუსეთი ჩემი სახლია. მე არასოდეს ვიტყვი უარს ამაზე."

- ამბობს ონდუა.

რადგანაც ონდუას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ამის გათვალისწინებით ნახევრად რუსია, ფიფა ვერ ხედავს მიზეზს, რომ გაელი დასაჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოტო გასახდელიდან: კოსოვო სერბეთია და „არ დანებდე“ - ფიფამ გამოძიება დაიწყო
ფოტო გასახდელიდან: კოსოვო სერბეთია და „არ დანებდე“ - ფიფამ გამოძიება დაიწყო