ესპანეთის ნაკრები, ალვარო მორატა, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„გერმანია ფავორიტთა შორისაა“ - მორატას მატჩისშემდგომი შეფასება

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, E ჯგუფის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და ფრედ, 1:1 ითამაშეს.

ანგარიში 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ალვარო მორატამ გახსნა, 83-ე წუთზე კი ფიულკრუგმა წონასწორობა აღადგინა და გერმანიას უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალვარო მორატამ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა მორატამ:

გერმანია დიდი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე შანსი ჰქონდა და გამოიყენა კიდეც.

როდესაც ფრეს ვაფასებთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანია ძალიან ძლიერი გუნდია. ამ მატჩზე სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

მეტოქემ კარგი თამაში ჩაატარა და ჩვენი უძლიერესი მოთამაშეები კარგად დაფარა. ისინი თამამად შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთა შორის მოვიაზროთ.

2 ტურის შემდეგ, E ჯგუფში ესპანეთის ნაკრები 4 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილს 3-3 ქულით იაპონია და კოსტა რიკა ინაწილებენ, მეოთხე პოზიციაზე კი გერმანიის ნაკრები იმყოფება.

მე-3 ტურში ესპანეთის ნაკრები იაპონიას შეხვდება, გერმანია კი კოსტა რიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 1 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაჯერება დაგვაკლდა“ - ლუის ენრიკე გერმანიასთან მატჩზე
„თავდაჯერება დაგვაკლდა“ - ლუის ენრიკე გერმანიასთან მატჩზე