ბეჟანიშვილმა 18 წუთი ითამაშა - 4 ქულა და 4 მოხსნა G ლიგაში
ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში მორიგი შეხვედრა გამართა. მისი გუნდი, „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „ქეფითალ სითი გოუ გოუს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 131:113 გაანადგურა.
ბეჟანიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 18 წუთი გაატარა. ამ დროში, გიორგიმ 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბეჟანიშვილმა 3-დან 1 ბურთი ჩააგდო და 1 დაკარგვა ჰქონდა.
გიორგის გუნდში საუკეთესო ტაირიზ მარტინი იყო, რომელმაც 28 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა. არმონი ბრუქსს 22 ქულა ჰქონდა, კრის სილვას ანგარიშზე 14 ქულა და ამდენივე მოხსნა გახლდათ, ლენგსტონ გალოუეიმ კი 17 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
ცნობისთვის, ბეჟანიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავს. გიორგი და კომპანია „ლონგ აილენდ ნეთსს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც ზედიზედ 5 მოგება აქვს.