გიორგი ქვილითაია, აპოელი
Aa
Aa

ქვილითაია: „ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთულია, მაგრამ ახლა კარგად ვარ“

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში აპოელ-მა შინ „ომონია“ 4:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა მხრიდან გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე საგოლე პასი და გოლია. გამარჯვების შემდეგ ქვილითაია ადგილობრივ მედიას ესაუბრა.

გიორგი ქვილითაია: „ომონიასთან“ გამარჯვების შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. საკმარისი რაოდენობის გოლები გავიტანეთ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალში.

ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთულია, მაგრამ მე დავბრუნდი, ახლა კარგად ვარ, რაც მოედანზე ვაჩვენე. მინდა, ამ ტემპით გავაგრძელო.

რთული პერიოდი გავიარე, ამ გოლს დიდხანს ველოდი, ვამაყობ აპოელ-ის ქომაგებით, სტადიონზე ყოველთვის კარგი ატმოსფეროა, განსაკუთრებით კი გამარჯვების შემდეგ“.

ანგარიში ქვილითაიას პასის შემდეგ ლაშა დვალმა პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე გახსნა.

მე-60 წუთზე ქვილითაიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, მიმდინარე სეზონში მეორე გოლი შეაგდო, კვიპროსის თასზეც გაიტანა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გოლი არწივის ნიღბით აღნიშნა. არწივი აპოელ-ის სიმბოლოა.

ქვილითაია 79-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა სასტარტოში შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. 14-გუნდიან ჩემპიონატში აპოელ-ი 27 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „პაფოსს“ 2 ქულით ჩამორჩება.

29 წლის გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია. ასევ, კვიპროსის თასის ერთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე