ანდრე ონანა
Aa
Aa

დაძაბულობა კამერუნის ნაკრებში - ონანა სერბეთთან არ ითამაშებს

კამერუნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ანდრე ონანა სერბეთთან ჩანიშნულ შეხვედრას გამოტოვებს. აფრიკელთა ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ონანა განაცხადს მიღმა დისციპლინარული მიზეზების გამო დარჩა.

ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ონანას არყოფნა მასსა და კამერუნის ნაკრების თავკაცს შორის გამართულ დიალოგს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ონანას უფრო ტრადიციული მეკარეობა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, ვითარება დაიძაბა და იგი განაცხადში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ კამერუნი ჯგუფში სერბეთთან, ბრაზილიასთან და შვეიცარიასთან ერთად იმყოფება. „ლომებმა“ პირველი შეხვედრა შვეიცარიასთან მინიმალური ანგარიშით დათმეს და დღეს შესაძლოა, პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები