უცნაური ბანერი: სერბეთისა და რუსეთის კომბინირებული დროშა მუნდიალზე
Aa
Aa

უცნაური ბანერი: სერბეთისა და რუსეთის კომბინირებული დროშა მუნდიალზე

კატარი 2022-ზე კამერუნი-სერბეთის მატჩზე სერბმა გულშემატკივარმა უჩვეულო ბანერი გამოფინა, მან რუსეთისა და სერბეთის დროშების კომბინირებული ვარიანტი შემოგვთვაზა, რომელზეც სერბულ ენაზე შემდეგი წარწერაა: „ერთი ფერი, ერთი რწმენა“.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები არ ასპარეზობს, უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ FIFA-მ და UEFA-მ რუსული ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს.

რაც შეეხება სერბეთს, ბალკანურმა ნაკრებმა პირველ ტურში ბრაზილიასთან შეხვედრა დათმო. მეორე ტურში კამერუნთან კასტელეტოს გოლით მარცხდებოდა, თუმცა პავლოვიჩის, მილინკოვიჩ-სავიჩისა და მიტროვიჩის გოლებით თამაშის სცენარი სრულიად შეცვალა. აბუბაქარის გოლით კამერუნმა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა - 2:3. აბუბაქარის გოლიდან 3 წუთში ჩუპო მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაძაბულობა კამერუნის ნაკრებში - ონანა სერბეთთან არ ითამაშებს
დაძაბულობა კამერუნის ნაკრებში - ონანა სერბეთთან არ ითამაშებს