ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს - ირანი აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიკაციას ითხოვს
Aa
Aa

ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს - ირანი აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიკაციას ითხოვს

ირანი აშშ-ს საფეხბურთო ნაკრებისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიცემას ითხოვს. ამ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Guardian-ი ავრცელებს და იუწყება, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას ეთიკის კომიტეტში სარჩელი უკვე შეიტანა.

„ფიფას წესების მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ღირსებას ან ერთიანობას შეურაცხყოფას აყენებს, გაურკვეველი პერიოდით ან მინიმუმ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს“, - ნათქვამია ირანელთა განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ გუშინ, აშშ-ს ნაკრების სოციალურ გვერდებზე სატურნირო ცხრილი გამოჩნდა და ირანის დროშაზე ისლამური რესპუბლიკის ემბლემა იყო მოშორებული, რამაც ირანული მხარის პროტესტი გამოიწვია. აშშ-ს ნაკრების განცხადებით, ამ დროშის გამოყენებით იმ ქალბატონებს გამოუცხადეს მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან.

ცნობისთვის, ფიფამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება იუარა, მაგრამ ორგანიზაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, Guardian-ი იტყობინება, რომ ნებისმიერი სახის დისკვალიფიკაციის მიცემის შანსი ძალიან მცირეა. როგორც იცით, ბოლო ტურში ირანი და აშშ ერთმანეთს ხვდებიან და გამარჯვებული პლეიოფის საგზურის დაისაკუთრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება ბელგიის ნაკრების მემკვიდრე - საქართველო, ნორვეგია, უკრაინა და სხვები
ვინ იქნება ბელგიის ნაკრების მემკვიდრე - საქართველო, ნორვეგია, უკრაინა და სხვები