მანჩესტერ იუნაიტედი, ლისანდრო მარტინესი
Aa
Aa

“ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერი“ - ევრა ლისანდროთი აღფრთოვანებულია

მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლისანდრო მარტინესი შეიძინა. არგენტინელი ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ საკმაოდ კარგად მოერგო და ახლა ეროვნულ ნაკრებთან ერთად მუნდიალზეც დამაჯერებლად გამოიყურება.

ბოლო წლებში, ინგლისური კლუბი ბევრ ტრანსფერს აკეთებს. ზოგი ამართლებს, ზოგი კი არა. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება პატრის ევრამ გამოთქვა.

რა თქვა ევრამ?

„ლისანდრო მარტინესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია. მას მებრძოლი სული აქვს. ეს არის ის, რისი ხილვაც „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს სურთ. ხალხი მის სიმაღლეზე ლაპარაკობდა და მე მეცინებოდა. როცა ასეთი გულით და ვნებით თამაშობ სიმაღლეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მექსიკა პრესინგს ხშირად მიმართავდა. როდესაც ბურთი ლისანდროს ჰქონდა ის ისეთი მშვიდი იყო, რომ სხვებიც მშვიდდებოდნენ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ასე ძალიან მიყვარს. მარტინესს დიდი მომავალი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ ლისანდრო მარტინესმა „მანჩესტერში“ გადასვლის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 21-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6-გოლიანი თრილერი - კამერუნმა სერბეთს 1:3-დან გაუთანაბრა
6-გოლიანი თრილერი - კამერუნმა სერბეთს 1:3-დან გაუთანაბრა