რეალი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ტონი კროოსი
Aa
Aa

უარი დაფიქრების გარეშე - კროოსმა სიტის შემოთავაზება დაბლოკა

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტონი კროოსს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება. გერმანელი ნახევარმცველი კარიერის დასრულებას გეგმავს, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობას ეს არ სურს და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს, რაზეც ჯერჯერობით ტონი უარზეა.

ეს სიტუაცია კარგად ესმის „მანჩესტერ სიტის“.  როგორც Fichajes იტყობინება, ინგლისურმა კლუბმა კროოსის გადაბირება სცადა. პეპ გუარდიოლას მისი შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა, მაგრამ უარი მიიღო.

ცნობისთვის,  სხვადასხვა ინტერვიუებში კროოსმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ კარიერის დასრულება „ბლანკოსში“ სურს. GOAL-ს კარგად ესმის, რომ გერმანელი ნახევარმცველი მეტად პრინციპული ადამიანია და თავის სიტყვას შეასრულებს. არსებობს ერთადერთი შანსი მხოლოდ და ეს ერთადერთი შანსი მადრიდის „რეალში“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაა. კროოსი „ბაიერნში“ არ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ტონი მადრიდის „რეალს“ 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, კროოსმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 383-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომანომ დაადასტურა - ნკუნკუ ზაფხულში ჩელსის შეუერთდება
რომანომ დაადასტურა - ნკუნკუ ზაფხულში ჩელსის შეუერთდება