ქაოსი იუვენტუსში - კლუბის მმართველი საბჭოს წევრებმა პოსტი დატოვეს
Aa
Aa

ქაოსი იუვენტუსში - კლუბის მმართველი საბჭოს წევრებმა პოსტი დატოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ მმართველი საბჭოს ყველა წევრმა პოსტი დატოვა. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილება გამოძიებას უკავშირდება, რომელიც კლუბის მიერ ფინანსური დარღვევების გამო მიმდინარეობს.

„ბებერი ქალბატონი“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ და კიდევ 7-მა წევრმა დატოვეს. ანიელი „ბიანკონერიში“ 2010 წლიდან მუშაობდა და მისი მმართველობის ეპოქაში, „იუვემ“ „სკუდეტო“ 9-ჯერ დაისაკუთრა.

ანიელიმ „იუვენტუსში“ მომუშავე ადამიანებს წერილი გაუგზავნა და შესანიშნავი შედეგებისთვის, რომელთა შორის ახალი სტადიონის აშენება და სერია-ს 9 ჩემპიონობა იყო, მადლობა გადაუხადა. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალებზეც ისაუბრა და განაცხადა: „დელიკატურ მომენტთან გვიწევს გამკლავება. სჯობს, ერთად წავიდეთ და შანსი ახალ ჯგუფს მივცეთ, რათა სიტუაცია შემოატრიალონ“.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ საქმეზე გამოძიება ბუღალტრული აღრიცხვის გაყალბებაზე მიდის და არის ვარაუდი, რომ იტალიურმა გრანდმა 2019, 2020 და 2021 წლების საბოლოო ბალანსები გააყალბა. გარდა ამისა, სამართალდამცველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 2020 წლის მარტში, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი არ დაუთმიათ და კლუბთან ფარული ხელშეკრულებები გააფორმეს, რომელთა წყალობითაც, 3 თვის ანაზღაურება მიიღეს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიისას, როცა ფეხბურთელებმა ხელფასების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს 20 მილიონ ევროს დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი მუნდიალზე - სტადიონზე გულშემატკივარი ცისარტყელას დროშით შევარდა
სკანდალი მუნდიალზე - სტადიონზე გულშემატკივარი ცისარტყელას დროშით შევარდა