გოგა ბითაძე
Aa
Aa

გამარჯვების მომტანი სამქულიანი - ბითაძის ინდიანამ საოცარი თამაში მოიგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ საოცარი მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და საფინალო სირენასთან ერთად იმარჯვა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთითა და 12 წამით ადრე, „პეისერსი“ 11 ქულით აგებდა, დასკვნით პერიოდში ჩამორჩენა 17 ქულაც იყო, თუმცა მატჩი შემოატრიალა და ენდრიუ ნიმბჰარდის სამქულიანით 116:115 მოიგო.

სამწუხაროდ, გოგას მცირე სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 3 წუთი და 29 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაა. ასისტის გარდა, გოგას 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, მეტოქის ფარისთვის კი არ შეუტევია.

„ინდიანას“ რიგებში ტაირიზ ჰალიბერტონი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა. ბენედიქტ მატურინს 23 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. მაილს ტერნერმა 15 ქულა და 13 მოხსნა გააკეთა, ნიმბჰარდის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო. „ლეიკერსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა, ენტონი დევისმა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 21 ქულით დაასრულა, რასელ უესტბრუკმა კი 24 ქულა გააკეთა.

ამრიგად, „ინდიანამ“ მიმდინარე სეზონში მე-12 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებს. „ლეიკერსს“ 7 მოგება და 12 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ონანას პრობლემები აქვს - კამერუნის ფედერაცია მხარს მწვრთნელს უჭერს
ონანას პრობლემები აქვს - კამერუნის ფედერაცია მხარს მწვრთნელს უჭერს