ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ფლორო ფლორესი: „კვარას და კიმის გამო ნაპოლი ლეგენდების გაშვებას არ ნანობს“

„ნაპოლის“ „სასუოლოსა“ და „ჯენოას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფლორო ფლორესმა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ილაპარაკა. Tuttomercatoweb-თან საუბრისას, ფლორესს „პარტენოპეის“ ახალწვეულებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და კიმ მინ-ჯეზე ჰკითხეს და 39 წლის იტალიელმა ორივე მათგანი შეაქო.

„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ კიმმა და ხვიჩამ გუნდში ადგილი ასე სწრაფად დაიმკვიდრეს. კლუბი უნდა შევაქოთ, რადგან გარისკა და ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ნაკლებად ცნობილი მოთამაშეებით ჩაანაცვლა. კიმი ამტკიცებს, რომ კულიბალიზე მეტად თავდაჯერებულია, კვარაცხელიამ კი ინსინიე ღირსეულად შეცვალა. მათი წყალობით, არ ვნანობთ იმ ფეხბურთელების გაშვებას, რომლებმაც ნეაპოლში ისტორია დაწერეს“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, იტალიურ პრესაში ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ დაწერა, რომ „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, წელის ტკივილი აღარ აწუხებს და თურქეთში გაემგზავრება.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ თურქეთში მზადებას 1-ელ დეკემბერს დაიწყებს და 13-ში დაასრულებს. „პარტენოპეის“ ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი. თურქული შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი კვლავ ნეაპოლში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ელის და საშინაო კედლებში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი მუნდიალზე - სტადიონზე გულშემატკივარი ცისარტყელას დროშით შევარდა
სკანდალი მუნდიალზე - სტადიონზე გულშემატკივარი ცისარტყელას დროშით შევარდა