კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ჩაუთვალეთ გოლი რონალდუს! - პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ფიფას მიმართოს

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, ფიფას მიმართოს და დაამტკიცოს, რომ ურუგვაისთან გამართულ შეხვედრაში, პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ამ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ედუ აგირე ავრცელებს და იუწყება, რომ პორტუგალიელები კონკრეტულ ნაბიჯს მალე გადადგამენ.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას აქვს მტკიცებულება, რომ პირველი გოლის ავტორი რონალდუ იყო და არა ბრუნო ფერნანდეში. როგორც მოგეხსენებათ, ეს გოლი თავდაპირველად კრიშტიანუს ჩაეთვალა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა და მის ავტორად ბრუნო დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ პორტუგალია H ჯგუფის სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაშიც განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით განას ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე ადგილებს კი სამხრეთ კორეისა და ურუგვაის ნაკრებები თითო-თითო ქულით ინაწილებენ.

დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება, ურუგვაი კი განას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 2 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება. სხვათა შორის, არიან ქომაგები, რომლებიც თვლიან, რომ რონალდუ ბურთს შეეხო და გოლი მას უნდა ჩაეთვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა: „ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და ხვალ გუნდთან ერთად იქნება“
იტალიური პრესა: „ხვიჩა თავს კარგად გრძნობს და ხვალ გუნდთან ერთად იქნება“