რომელუ ლუკაკუ, ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

არეულობა ბელგიის ნაკრებში - ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, ბელგიის ნაკრების რიგებში საშინელი ატმოსფეროა. გავლენიანი ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის ინფორმაციით, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, კევინ დე ბრუინის კომენტარი კი ბევრს არ მოეწონა.

ერთ-ერთი, ვინც „სიტის“ სუპერვარსკვლავის სიტყვებს, რომლებიც მუნდიალის მოგების ალბათობას უკავშირდებოდა, უარყოფითად შეხვდა, იან ვერტონგენი იყო. ამ უკანასკნელმა საკუთარი პოზიცია საჯაროდაც დააფიქსირა და გოლების ნაკლებობა შეტევაში ასაკოვანი ხალხის ყოფნით ახსნა.

L’Équipe-ის ცნობით, გასახდელში დაძაბულობა ყოველ წუთს იგრძნობა. დე ბრუინი და კურტუა ერთმანეთს პირადი მიზეზების გამო აიგნორებენ და ეს უკვე წლებია ასეა. ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ედენ აზარი და ლეანდრო ტროსარი, ხოლო რომელუ ლუკაკუსა და მიჩი ბაჩუაის კონფლიქტი აქვთ. ორშაბათს, „წითელმა ეშმაკებმა“ შეხვედრა გამართეს და კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრეს, რომლის დროსაც, კრიტიკა მათმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ბელგია ბოლო ტურში ხორვატიას დაუპირისპირდება და პლეიოფში გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროება. მატჩი 1-ელ დეკემბერსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლორო ფლორესი: „კვარას და კიმის გამო ნაპოლი ლეგენდების გაშვებას არ ნანობს“
ფლორო ფლორესი: „კვარას და კიმის გამო ნაპოლი ლეგენდების გაშვებას არ ნანობს“