ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

ოფიციალურად: ნაპოლიმ ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპალეტის გუნდი 7 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:45 საათზე „ანტალიასპორს“ დაუპირისპირდება, 11 დეკემბერს კი ჩვენი დროით 19:00 საათზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება, რომელმაც ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა. გუნდი ნეაპოლში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ხვალ შეიკრიბება, რის შემდეგაც გეზს თურქეთისკენ აიღებს.

„კრისტალ პალასთან“ შეხვედრის შემდეგ სპალეტის გუნდი კვლავ ნეაპოლში დაბრუნდება და უკვე 17 დეკემბერს, დიეგო მარადონას სტადიონზე „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, მატჩის დაწყების დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე
„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე