საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, 6 ერი
Aa
Aa

„6 ერში შესვლა დროის საკითხია“ - Planet Rugby ბორჯღალოსნებზე წერს

ზუსტად 10 დღის წინ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ-მატჩში უელსის ნაკრები კარდიფში 12:13 დაამარცხა და მსოფლიო რაგბის სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

ცნობილი სარაგბო პორტალი, Planet Rugby ბორჯღალოსნების გამარჯვებას იხსენებს და მათ 6 ერში შესვლას წინასწარმეტყველებს.

რას წერს PLANET RUGBY:

19 ნოემბერს, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი შემოგვთავაზეს და კარდიფი დაიპყრეს. უელსელი მორაგბეები, არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ მაშინვე მიწაზე დაეშვნენ.

რაც შეეხება საქართველოს, ამ გამარჯვებამ ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის კარზე ხმამაღლა კიდევ ერთხელ დააკაკუნეს. მათი ბრძოლა ევროპაში ტოპ-ადგილისთვის კვლავ გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამარჯვებას ხელმძღვანელობდა მთავარი მწვრთნელი, რომელიც ცოტა ხნის წინ კოვიდ-19-ის გამო სიცოცხლისთვის იბრძოდა, ახლა კი მან ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯება გაიფორმა. ახლა, მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის შევლენ ისინი ამ დიდ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს უელსის ნაკრები არ ყოფილა ერთადერთი 6 ერის გუნდი, რომელსაც „ბორჯღალოსნებმა“ მოუგეს. ქართველმა მორაგბეებმა ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით 10 ივლისს, ბათუმი არენაზე იტალიის ნაკრების დაამარცხეს და ეს იყო პირველი ხმამაღალი განაცხადი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ 6 ერში შესასვლელად გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლობა საქართველოს მისამართით“ - Guardian-ი ბორჯღალოსნებზე წერს
„უსამართლობა საქართველოს მისამართით“ - Guardian-ი ბორჯღალოსნებზე წერს