მესი, არგენტინა
Aa
Aa

“სიტყვა შევასრულეთ“ - მესი პოლონეთის დამარცხების შემდეგ

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩები. არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, სადაც ავსტრალიას დაუპირისპირდება. მატჩის დასრულების შემდეგ, ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მესიმ?

„პენალტის გაფუჭების შემდეგ არგენტინა უფრო ძლიერი გახდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ გავიმარჯვებდით. საქმე უბრალოდ პირველ გოლამდე იყო. როგორც კი გავიტანეთ, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვისაც არ უნდა ეთამაშა, ყველამ იცოდა რასაც გააკეთებდა. ეს არის სწორედ არგენტინის სიძლიერე.

უკვე ცნობილია, რომ მერვედფინალში ავსტრალიას დავუპირისპირდებით. ჩვენ ისე მოვემზადებით, როგორც ყოველი მატჩის წინ ვემზადებით. ვფიქრობ, ავსტრალიასთან რთული მატჩი გველოდება. პირველი წაგებული თამაშის შემდეგ, გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ და დავპირდით, რომ ჯგუფიდან გავიდოდით. სიტყვა შევასრულეთ.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა პირველ ტურში საუდის არაბეთთან 1:2 წააგო. ამის შემდეგ, „ალბისელესტეს“ დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, თუმცა მათ ამის შემდეგ, ჯერ მექსიკა(2:0), ხოლო შემდეგ პოლონეთი(2:0) დაამარცხეს. მერვედფინალური დაპირისპირება 3 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა
ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა