რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე: „ჩემთვის დიდი შანსია, აქ საქმის გასაკეთებლად ვარ“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ პრესკონფერენცია გამართა და ჯეკ ჰერმანსონთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. დოლიძე ტოპ 10-ის წევრ მეტოქეს თბილისის დროით, 4 დეკემბერს დაუპირისპირდება და რომანი აცხადებს, რომ ჰერმანსონი ძლიერი ოპონენტია.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ჩემთვის უდიდესი შანსია. როცა ვამბობ, რომ კარგი ჩხუბები მომეცით და ვიჩხუბებ, ეს მხოლოდ სიტყვები არაა. სხვები ბევრს ლაპარაკობენ და ვერაფერს აკეთებენ, მე კი აქ იმიტომ ვარ, რომ საქმე გავაკეთო და ბევრი არ ვილაპარაკო.

ჯეკ ჰერმანსონი ძლიერი მეტოქეა, თუმცა სუსტი მოწინააღმდეგე არასდროს მყოლია. მას პატივს ვცემ და ნებისმიერისთვის მზად ვარ. ოქტაგონზე გასვლით აღტაცებული ვარ, უნდა ვიყო ის, ვინც ვარ და გავაკეთო ის, რაც საჭიროა“.

შეგახსენებთ, რომ რომანის მომდევნო მეტოქე, ჰერმანსონი გამოცდილი მებრძოლია. მას 30-ჯერ უჩხუბია, UFC-ში კი 2016 წლიდან ასპარეზობს. ჰერმანსონს ისეთი მეტოქეები ჰყოლია, როგორებიც ჯარედ კანონიერი, კელვინ გასტელამი, მარვინ ვეტორი, შონ სტრიკლენდი და კრის კურტისი არიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესნი: ეს იყო ამაზრზენი, საშინელი და მშვენიერი, მეგონა 5 საათი ვითამაშეთ
შესნი: ეს იყო ამაზრზენი, საშინელი და მშვენიერი, მეგონა 5 საათი ვითამაშეთ