რომან დოლიძე, ჯეკ ჰერმანსონი
Aa
Aa

დოლიძის მომდევნო მეტოქე: „საქმეს მალევე მოვაგვარებ, ტექნიკური ნოკაუტი იქნება“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის მომდევნო მეტოქემ, ჯეკ ჰერმანსონმა თბილისის დროით, 4 დეკემბერს ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. ჰერმანსონი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ რომანს მალევე დააფინიშებს.

„რამდენად განსხვავდებიან დერეკ ბრანსონი და რომან დოლიძე? ჩემი აზრით, მათ შორის დიდი განსხვავებაა. დერეკის სტილი უფრო მეტად ჭიდაობაზეა ორიენტირებული, რომანს კი ძლიერი სტრაიკინგი აქვს და სავარაუდოდ, პარტერშიც ბრანსონზე მეტის გაკეთება შეუძლია.

ვფიქრობ, დოლიძე სოლიდური მეტოქეა, მაგრამ მჯერა, მასზე უკეთესი ვარ და გამარჯვებას მივაღწევ. რომანი ძლიერია და სწორედ ამიტომაა სახიფათო. განსაკუთრებით პირველ რაუნდში და საწყის წუთებში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. როგორია ჩემი პროგნოზი? მგონია, რომ საქმეს სწრაფად მოვაგვარებ. ალბათ, პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რომანის მომდევნო მეტოქე, ჰერმანსონი გამოცდილი მებრძოლია. მას 30-ჯერ უჩხუბია, UFC-ში კი 2016 წლიდან ასპარეზობს. ჰერმანსონს ისეთი მეტოქეები ჰყოლია, როგორებიც ჯარედ კანონიერი, კელვინ გასტელამი, მარვინ ვეტორი, შონ სტრიკლენდი და კრის კურტისი არიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძე: „ჩემთვის დიდი შანსია, აქ საქმის გასაკეთებლად ვარ“
დოლიძე: „ჩემთვის დიდი შანსია, აქ საქმის გასაკეთებლად ვარ“