ლა ლიგამ და UFC-იმ შეთანხმებას მიაღწიეს - მხარეებს შორის თანამშრომლობა იწყება
UFC-იმ და ლა ლიგამ შეთანხმებას მიაღწიეს და პარტნიორები გახდნენ. რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გავრცელდა და ლა ლიგამ პარტნიორობა დაადასტურა. თანამშრომლობა სოციალურ მედიაში კოლაბორაციასა და ერთიმეორეს ბრენდების პრომოუტირებას მოიცავს.
ლა ლიგისა და UFC-ის პირველი თანამშრომლობა სექტემბერში შედგა, როცა UFC-ის ორი მებრძოლი, ილია თოფურია და ბრენდონ მორენო ესპანურ კლუბებს ესტუმრნენ. „ელ მატადორი“ „ვალენსიას“ საშინაო არენაზე იმყოფებოდა, ხოლო მორენო - „ვანდა მეტროპოლიტანოს“.
¡Gran asociación entre LaLiga y @UFCEspanol!
— LaLiga (@LaLiga) December 1, 2022
???? Juntos producirán una serie de contenidos digitales, colaboraciones en redes sociales y eventos con figuras y leyendas de ambos deportes.#LaLigaAndUFC
„შესანიშნავი პარტნიორობა UFC-სა და ლა ლიგას შორის. ჩვენ ერთად სხვადასხვა სახის ციფრულ კონტენტს შევქმნით, სოციალურ ქსელებში ვითანამშრომლებთ და ღონისძიებებს მოვაწყობთ, რომლებსაც ორივე სპორტის ცნობილი სახეები და ლეგენდები დაესწრებიან“, - ნათქვამია ლა ლიგის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორის“ ერთ-ერთი მიზანი UFC-ის ღონისძიების ესპანეთში ჩატარებაა. Marca-ს მიხედვით, ეს თოფურიას მიზნისკენ წინგადადგმული ნაბიჯია და თუ მოვლენები სასურველი სცენარით განვითარდა, UFC-ი ესპანეთს მალე ეწვევა.