თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

აშშ-ში თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს თასი გაიმართება, რომელშიც ევროპული კონტინენტიდან მხოლოდ საქართველო იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები აშშ და მონღოლეთი იქნებიან. მეორე ჯგუფში ირანი, იაპონია და მსოფლიოს ნაკრები მოხვდნენ. მსოფლიო ნაკრებში პლანეტის გამორჩეული მოჭიდავეები მიიწვიეს.

ტურნირი აიოვას შტატის ქალაქ კორალვილში 10-11 დეკემბერს გაიმართება.

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი 65 კგ - ბექა ლომთაძე 70 კგ - გიორგი ელბაქიძე 74 კგ - გიორგი სულავა 79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე 86 კგ - ტარზან მაისურაძე 92 კგ - მირიან მაისურაძე 97 კგ - გივი მაჭარაშვილი 125 კგ - სოლომონ მანაშვილი

პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ოქროსთვის იბრძოლებს, ხოლო თუ მეორე ადგილს დაიკავებს, საუკეთესო შედეგი ბრინჯაოს მოპოვება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძე: „ჩემთვის დიდი შანსია, აქ საქმის გასაკეთებლად ვარ“
დოლიძე: „ჩემთვის დიდი შანსია, აქ საქმის გასაკეთებლად ვარ“