კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რა მოხდა სინამდვილეში - რონალდუმ განმარტება გააკეთა

პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ სამხრეთ კორეასთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. 37 წლის თავდამსხმელმა ფერნანდუ სანტუშის სიტყვები დაადასტურა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეელ მოთამაშესთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა.

„ჩემი ცვლილების მომენტში, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მითხრა, რომ სწრაფად გავსულიყავი, რაზეც ვუპასუხე, რომ მოეკეტა. მას ავტორიტეტი არ აქვს და ყველაფერზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საჭიროებას არ წარმოადგენდა. მსაჯს ჩემთვის რამე რომ ეთქვა, ტემპს მოვუმატებდი. პოლემიკაში შესვლას აზრი არ ჰქონდა და საკამათო არაფერია“.

ცნობისთვის, რონალდუს სიტყვები კამერებმა დააფიქსირეს და პორტუგალიური პრესის მიხედვით, მან განაცხადა: „ჩქარობ, რომ მოედნიდან გამიყვანო“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სიტყვები „სელესაოს“ თავკაცისკენ იყო მიმართული. მათი აზრით, კრიშტიანუ სანტუშის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და სურდა, მოედანზე მეტი დრო გაეტარებინა, თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია სამხრეთ კორეასთან 1:2 დამარცხდა, ურუგვაიმ კი განას 2:0 მოუგო. ამრიგად, პორტუგალიამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო სამხრეთ კორეა მეორეზე გავიდა. მათი მეტოქეების ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“
განელი ფეხბურთელი: „თუ ჩვენ ვერ გავდიოდით, ურუგვაიც ვერ უნდა გასულიყო“