„დღეს ჩვენთვის ფეხბურთი ლამაზი სპორტი არ ყოფილა“ - განის ნაკრების თავკაცი პოსტს ტოვებს
Aa
Aa

„დღეს ჩვენთვის ფეხბურთი ლამაზი სპორტი არ ყოფილა“ - განის ნაკრების თავკაცი პოსტს ტოვებს

განის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოტო ადომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „შავი ვარსკვლავების“ თავკაცმა ამის შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი წინსვლას განაგრძობს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით, ტურნირის დასრულების შემდეგ, პოსტს დავტოვებდი და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდებოდა, ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით. ჩემი ოჯახი ჩვენს მომავალს გერმანიაში ხედავს, სადაც დორტმუნდში ვმუშაობ.

ფეხბურთი ლამაზი სპორტია, თუმცა ზოგჯერ მის საპირისპირო მხარეს ვხედავთ და დღეს ჩვენ სწორედ ეს ვიხილეთ. უნდა ვისწავლოთ და დარწმუნებული ვარ, გუნდი სწავლას მომავალში, ჩემ გარეშეც განაგრძობს“.

შეგახსენებთ, რომ განის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 3 ქულით დაასრულა. „შავი ვარსკვლავები“ პორტუგალიასთან და ურუგვაისთან დამარცხდნენ, სამხრეთ კორეას კი 3:2 მოუგეს. აფრიკელებმა ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულეს და მეორეადგილოსან სამხრეთ კორეას 1 ქულით ჩამორჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩიტივით თავისუფალი ვარ“ - რა უთხრა რონალდუმ პირს მორგანს იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ
„ჩიტივით თავისუფალი ვარ“ - რა უთხრა რონალდუმ პირს მორგანს იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ