სენსაცია კამერუნისგან და 5-გოლიანი თრილერი - ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
Aa
Aa

სენსაცია კამერუნისგან და 5-გოლიანი თრილერი - ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი G ჯგუფის მატჩებით დაიხურა. თბილისის დროით, 23:00-ზე, ბრაზილია კამერუნს დაუპირისპირდა, ხოლო სერბეთი შვეიცარიას შეხვდა. ბრაზილიამ გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და 0:1 დამარცხდა. სამაგიეროდ, სერბებმა და შვეიცარიელებმა 5-გოლიანი თრილერი გვაჩუქეს.

შეხვედრაში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა. სერბების კარი შჩერდან ჩაქირიმ აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სერბეთმა 6 წუთში გაათანაბრა და თამაშში მიტროვიჩის გოლით დაბრუნდა, 9 წუთში კი დუშან ვლაჰოვიჩი გამოირჩა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1. შვეიცარიელებმა წონასწორობა 44-ე წუთზე, ემბოლოს გოლით აღადგინეს, მეორე ტაიმში კი მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და საბოლოო ანგარიში ფროილერმა დააფიქსირა - 3:2.

კამერუნსა და ბრაზილიას რაც შეეხება, მატჩის ერთადერთი გოლი ვინსენტ აბუბაქარმა შეაგდო. ამ უკანასკნელმა თავი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამოიჩინა და მეტოქის კარის დალაშქვრა მაისურის გახდით აღნიშნა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ამრიგად, ბრაზილიამ 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. შვეიცარიამ 6 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციას დასჯერდა. სერბეთმა მუნდიალი 1 ქულით დაასრულა, ხოლო კამერუნის ანგარიშზე - 4 ქულაა. მერვედფინალურ წყვილებს რაც შეეხებათ, ასეთ დაპირისპირებებს ვიხილავთ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები