ლაშა ბექაური
Aa
Aa

ბრინჯაოს მედლისთვის - ოლიმპიური ჩემპიონების ჯახი ბექაურმა მოიგო

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაურს ვიხილეთ, რომელმაც ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ლაშამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი შიდოებით დაამარცხა და ტურნირი მედლით დაასრულა.

90 კგ კატეგორიაში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბექაურმა ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო. ლაშამ ჯერ სამხრეთ კორეელი გვაკი დაამარცხა, შემდეგ იაპონელი მუკაი, ნახევარფინალში კი იაპონელ კოსუკე მაშიმასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე გამომსვლელი 4 ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ) და ნინო გულბანი (70კგ) - ტურნირს ადრეული ეტაპიდანვე დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე
„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე