ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ტრიომ იფრინა - ლეიკერსმა მილუოკი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულად საინტერესო „მილუოკისა“ და „ლეიკერსის“ დაპირისპირება იყო. „ბაქსმა“ საკუთარ კედლებში ლებრონთან და კომპანიასთან დრამატულ ბრძოლაში 129:133 დათმო.

„მეფემ“ შეხვედრაში 28 ქულამ 11 გადაცემა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ლებრონმა ამ მაჩვენებლით ისტორიაში საუკეთესო მეპასეთა შორის მეჯიქ ჯონსონს გადაუსწრო და მე-6 ადგილზე აღზევდა. ჯეიმსს ამჟამად 10144 პასი აქვს, მომდევნო სამიზნე კი მეხუთე ადგილზე მყოფი მარკ ჯექსონია - 10334 გადაცემით.

თუმცა ლებრონი ამ შეხვედრაში თავის გუნდში ის საუკეთესო არ ყოფილა. ენტონი დევისმა ყველა დაჩრდილა - 44 ქულა, 10 მოხსნა, 4 გადაცემა და 3 დაფარება.

რასელ უესტბრუკს სამმაგ დუბლამდე სამი მოხსნა დააკლდა - 15 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა.

„ბაქსის“ მხრიდან იანისი გამოირჩა - 40 ქულა, 7 მოხსნა, 5 გადაცემა, 1 დაფარება.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ გასული სეზონის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა კრის მიდლტონი, რომელმაც პირველივე შეხვედრაში 17 ქულა და 7 პასი გაიფორმა.

„ლეიკერსს“ ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოგება აქვს და სეზონი სტარტის შემდეგ, ლოს ანჯელესელბმა თამაში აშკარად გამოასწორეს. მათ აქტივში ჯამში 12 მარცხია და ჯერჯერობით ისინი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება „მილუოკის“, 15 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა
„სახალისო იყო“ - ლევანდოვსკიმ მესისთან საუბრის დეტალები გაამხილა