მე-19 ჩემპიონობა - თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია
Aa
Aa

მე-19 ჩემპიონობა - თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასკვნით 36-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და საჩემპიონო მატჩში 2:1 გაიმარჯვა.

„დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა. 39-ე წუთზე გუნდის ლიდერმა დავით სხირტლაძემ შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში „დინამომ“ უპირატესობა ომარ იმრანის ულამაზესი გოლით განიმტკიცა. მაროკოელმა შემტევმა შორეული გასროლით ბურთი პირდაპირ ცხრიანში გაახვია - 2:0.

„გაგრამ“ ანგარიშში სხვაობა 73-ე წუთზე შეამცირა. გოლის ავტორი თამაზ მაქაცარია გახდა.

ამრიგად, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ისტორიაში ჩემპიონის მე-19 ტიტული გაიფორმა.

რაც შეეხება თბილისელთა მთავარ კონკურენტს ბათუმის „დინამოს“, გეგუჩაძის გუნდმა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრედ 2:2 ითამაშა და ჩემპიონს 3 ქულით ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გაირკვა - ესპანეთთან იაპონელთა გოლი წესების დაცვით გავიდა
ყველაფერი გაირკვა - ესპანეთთან იაპონელთა გოლი წესების დაცვით გავიდა