გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

“საშიშ გუნდს ვუპირისპირდებით“ - საუთგეიტი სენეგალთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ სტადიაზე ერთმანეთს ინგლისი და სენეგალი ხვდებიან. მატჩის წინ, „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა საუთგეიტმა?

„ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება. სენეგალის თამაში სექტემბერში ირანის წინააღმდეგ ვნახე. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული გუნდია. მათ ბევრი კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელი ჰყავთ. რამდენიმე მათგანი კი ევროპის ტოპ ჩემპიონატში თამაშობს.

მოლოდინი გაცილებით გაიზარდა. ჩვენს გულშემატკივრებს ბრწყინვალე საღამოს ვპირდებით. დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად უნდა გავართვათ. პირადად მე სენეგალის რამდენიმე ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, რადგან ისინი ინგლისში თამაშობენ. ვიცით, რომ ფავორიტები ვართ და ეს უნდა გავამართლოთ, მაგრამ საშიშ გუნდს ვუპირისპირდებით.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. „სამმა ლომმა“ ირანს და უელსს მოუგო, ხოლო ამერიკასთან მატჩი ფრედ დაასრულა. აღნიშნული დაპირისპირება 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიხნევიჩი: “მბაპეს დასაჭერად სკუტერი გვჭირდება“
მიხნევიჩი: “მბაპეს დასაჭერად სკუტერი გვჭირდება“