გრეგ ბელჰატერი
Aa
Aa

“ჩვენ მემფის დეპაი არ გვყავს“ - გრეგი ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდების ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატები 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, აშშ-ის მთავარმა მწვრთნელმა გრეგ ბელჰატერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ბელჰატერმა?

„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს მემფის დეპაი, რომელსაც გოლები ჩემპიონთა ლიგაზე გააქვს. თქვენ ხედავთ განსხვავებას ორ ნაკრებს შორის. ვფიქრობ, დღეს შემტევ ხაზში ხარისხი დაგვაკლდა. ნიდერლანდების პირველი სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. რიგ ეპიზოდებში ვდომინირებდით.

მე ამ ნაკრებით მართლაც ვამაყობ, რადგან ბოლო 3 წლის განმავლობაში საოცარი ერთიანობა ვაჩვენეთ. ეს განსაკუთრებული სანახავია! მიუხედავად ამისა, მწარედ იმედგაცრუებული ვარ. ძალისხმევა და მცდელობა არ დავაკელით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბიჭებმა ყველაფერი ცადეს, მაგრამ წააგეს..“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრების მხრიდან გოლები დეპაიმ, ბლინდმა და დუმფრისმა გაიტანეს. აშშ-დან კი თავი ვრაითმა გამოიჩინა. ცნობისთვის, ვან გაალის შეგირდები მეოთხედფინალში არგენტინასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუშიშვილის რინერთან გამარჯვება გაუქმებულია - ფრანგი წერილს აქვეყნებს
თუშიშვილის რინერთან გამარჯვება გაუქმებულია - ფრანგი წერილს აქვეყნებს