სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი, შარლოტი
Aa
Aa

6 ქულა და 6 მოხსნა - მამუკელაშვილის კარგი მატჩი შარლოტთან

NBA-ს მორიგ ტურში „მილუოკი“ „შარლოტს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 105:96 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება იმით იყო საინტერესო, რომ მატჩში მონაწილეობა სანდრო მამუკელაშვილმა მიიღო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი და 58 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, მამუკელაშვილმა 6 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

მამუკელაშვილმა „შარლოტის“ წინააღმდეგ ოთხი 3-ქულიანი ისროლა, საიდანაც 1 ზუსტი აღმოჩნდა. ასევე სანდრომ ორი 2-ქულიანი ტყორცნა შეასრულა და აქედან 1 ჩააგდო. მამუკელაშვილი საჯარიმო სროლაზე ორჯერ დადგა და ერთხელ ჩააგდო. მამუკელაშვილმა არასრულ 15 წუთში 1 პერსონალური „ფოლი“ მიიღო.

„მილუოკის“ ბობი პორტისმა ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ამ მატჩის შემდეგ, „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მომავალ ტურში კი „ორლანდოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - სანიკიძემ დაუმარცხებელ ტიხოტას სძლია
ბრწყინვალე გამარჯვება - სანიკიძემ დაუმარცხებელ ტიხოტას სძლია