რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე: „არც კი ვიცოდი, ვინ იყო ჯეკი, მაგრამ ბრძოლას დავთანხმდი“

UFC-ში საშუალო წონაში რომან დოლიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მან ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა, რომელიც რეიტინგში მე-8 ადგილზეა. ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ქართველი მებრძოლი საშუალო წონის დივიზიონში TOP 10-ში შევა.

პირველ რაუნდში მცირე უპირატესობა ნორვეგიელს ჰქონდა, თუმცა მეორე რაუნდში დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, ქართველი მებრძოლის დარტყმების სიხშირემ და სიძლიერემ სკანდინავიელს შანსი არ დაუტოვა. დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

რომან დოლიძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 6 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია. რომანმა ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს ტრევინ ჯაილსთან დათმო.

გამარჯვების შემდეგ რომან დოლიძემ საინტერესო თემებზე ისაუბრა:

„ბრძოლის გეგმა არასდროს მაქვს. ბოლო სამი ბრძოლიდან ყველა ნოკაუტით მოვიგე. აქ იმისთვის ვარ, რომ დიდი სახელის მქონე მებრძოლები დავამარცხო. სახელს მოიპოვებ, როცა პოპულარულ მებრძოლს ეჩხუბები. ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფ მებრძოლს უნდა შევხვედროდი. არც კი ვიცოდი, ვინ იყო ჯეკი. მისი ბრძოლები მხოლოდ მას შემდეგ ვნახე, რაც ბრძოლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ. მაშინ 99 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ წონას ჩავაბარებდი და 15 კილოგრამს დავიკლებდი“.

ვფიქრობ, ადამიანები მარტივ შეცდომებს უშვებენ. ბოლო ორი ბრძოლიდან გამომდინარე ჯეკი ფიქრობდა, რომ ჩემი მთავარი პლუსი ფიზიკური ძალა იყო, თუმცა ადრე ამბობდნენ, რომ ძალა არ მქონდა და მხოლო ჭიდაობა შემეძლო. ნათლად ჩანს და კარგად ხედავთ, მე ორივე შემიძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
50 000 დოლარი - დოლიძემ UFC-სგან ბონუსი მიიღო
50 000 დოლარი - დოლიძემ UFC-სგან ბონუსი მიიღო