გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა - ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 97:72 დაამარცხა.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 32 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 8 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. „ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკა სასუ სალინმა დააფიქსირა, რომელმაც 24 წუთში 21 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ვიდორეტას გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში, „ტენერიფე“ „ბადალონას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 10 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21 წუთი და 12 ქულა - ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში
21 წუთი და 12 ქულა - ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში