რატი ანდრონიკაშვილი, მურსია
Aa
Aa

ანდრონიკაშვილის შედეგიანი დებიუტი - მურსია ბასკონიასთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ბარსკონიას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 102:73 დამარცხდა.

რატი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 11 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 21 წლის კალათბურთელმა 2 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. რატის ანგარიშზე 3-დან 1 ორქულიანია, ასევე ქართველმა კალათბურთელმა 3 პერსონალური ჯარიმა აიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

რაც შეეხება ტად მაკფადენს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5 ქულას მოუყარა თავი.

10 ტურის შემდეგ, „მურსია“ 4 მოგებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 8 ქულა - ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება
შერმადინის 8 ქულა - ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება