გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

10 ქულა და 8 მოხსნა - ბეჟანიშვილის გამარჯვება G ლიგაში

NBA-ს G ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ „მეინ სელტიკსი“ 127:106 დაამარცხა. ამ სეზონში ქართველი კალათბურთელის გუნდმა 12-დან 8 შეხვედრა მოიგო და ლიდერობას „მეინ სელტიკსთან“ იყოფს.

24 წლის ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მან პარკეტზე 22 წუთი გაატარა. მის აქტივში 10 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ თამაშიდან „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“ Twitter-ში რამდენიმე მომენტი ატვირთა, მათ შორის ბეჟანიშვილის ჩატენვაც მოხვდა.

შეგახსენებთ, გიორგი ბეჟანიშვილი 2021-22 წლების სეზონში „გრანდ რაპიდს გოლდში“ ასპარეზობდა, შემდეგ გარკვეული პერიოდი კანადაში გაატარა, ახლა კი „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსის“ რიგებში გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონიკაშვილის შედეგიანი დებიუტი - მურსია ბასკონიასთან დამარცხდა
ანდრონიკაშვილის შედეგიანი დებიუტი - მურსია ბასკონიასთან დამარცხდა