კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - რონალდუ საუდის არაბეთში ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca ავრცელებს და წერს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ოფიციალურ განცხადებას კი უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

რონალდუ „ალ ნასრის“ შეუერთდება და 1-ელ იანვარს უკვე საუდის არაბეთში იქნება. მისი კონტრაქტი 2.5-წლიანია და ანაზღაურების სახით, ყოველ სეზონში, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 200 მილიონ ევროს მიიღებს, რაშიც რეკლამებიდან მიღებული თანხაც იქნება გათვალისწინებული. 

Marca-ს მიხედვით, კრიშტიანუს ევროპულ კლუბში კარიერის გაგრძელების პერსპექტივა აღარ ხიბლავს და მზადაა, ნაკლებად კონკურენტუნარიან გარემოში იასპარეზოს, სანაცვლოდ კი ბევრად დიდი ანაზღაურება მიიღოს. საუდის არაბეთის წარმომადგენლის შეთავაზებასთან ევროპული და MLS-ის კლუბები ახლოსაც არ არიან და პორტუგალიელმა აზიაში გადაბარგების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

ცნობისთვის, „ალ ნასრის“ თავკაცის რუდი გარსიაა, მის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება - ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა
დამაჯერებელი გამარჯვება - ინგლისი მეოთხედფინალში გავიდა