ბრაზილია
Aa
Aa

ვინისიუსი: “ცეკვა ფინალამდე შეგვიძლია“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გულშემატკივრებს ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს. ბრაზილია სამხრეთ კორეას შეხვდა და 4:1 გაანადგურა. პირველი გოლი მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა, რომელმაც თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ვინისიუსმა?

„ეს შედეგი ნორმალურია. დროის გასვლასთან ერთად ბევრად უკეთ ვთამაშობდით. მატჩიდან მატჩამდე უფრო ვძლიერდებით.. ასევე, თავდაჯერებული და თანმიმდევრული ვხდებით.

დღეს ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც სივრცეებს ტოვებს. როდესაც სივრცე გეძლევა ყველაფერი მარტივდება, ხოლო მოწინააღმდეგეს ძალიან უჭირს. ჩვენ შესანიშნავი ტაქტიკა და ინდივიდუალური ფეხბურთელები გვყავს. ეს კი შესანიშნავი თამაშის შესაძლებლობას გვაძლევს.

რაც შეეხება ჩვენს ცეკვას, ამის გაკეთება ფინალამდე შეგვიძლია. ჩვენი გამარჯვება პელეს ეძღვნება. ჩვენ მას დიდი მოკითხვა გავუგზავნეთ. იმედი მაქვს ეს ყველაფერი მას უკეთეს ხასიათზე დააყენებს და გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. გვინდა, რომ ჩემპიონები მის გამო გავხდეთ.“

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ბრაზილია ხორვატიას შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“
ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“