სამხრეთ კორეა, პაულო ბენტუ
Aa
Aa

„კორეის ნაკრებში ჩემი მოღვაწეობა ამ თამაშით დასრულდა“ - ბენტუმ თანამდებობა დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, სამხრეთ კორეის ნაკრები ბრაზილიასთან 1:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კორეელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა, პაულო ბენტუმ განვილი მატჩი შეაფასა და ამასთან, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაც დატოვა.

რა თქვა ბენტუმ:

კორეის ნაკრებში ჩემი მოღვაწეობა ამ თამაშის შემდეგ დასრულდა. ახლა დროა მომავალზე ვიფიქრო, რომელიც კორეის ნაკრებთან ერთად აღარ იქნება. გარკვეული პერიოდი დავისვენებ, შემდეგ კი ვარიანტებს დაველოდები. ეს ინფორმაცია ფეხბურთელებს ახლა მივაწოდე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი საქმის კურსში სექტემბერში ჩავაყენე, მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. უბრალოდ, დღეს ყველაფერი დავადასტურე, მათ გაწეული სამუშაოსთვის და დახმარებისთვის მადლობა გადავუხადე, რის შემდეგაც დავემშვიდობე. ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ შედეგი, რომელიც მიიღეს ნამდვილად ვერ ვიამაყებ. თუმცა გეტყვით, რომ კორეის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სადაც მიმუშავია. ვწუხვარ, მაგრამ იმით ნამდვილად ვამაყობ, რაც ბიჭებმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ პაულო ბენტუ სამხ. კორეის ნაკრებს სათავეში 2018 წელს ჩაუდგა. 2022 წლის მუნდიალზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის გუნდთან ერთად H ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიტე: “მეორე ტაიმში ეფექტურობა დაგვაკლდა“
ტიტე: “მეორე ტაიმში ეფექტურობა დაგვაკლდა“