სანდრო მამუკელაშვილი, მაიკ ბუდენჰოლცერი
Aa
Aa

„სანდრო ძალიან კარგი იყო და გუნდს დაეხმარა“ - ბაქსის თავკაცმა მამუ შეაქო

„მილუოკი ბაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაიკ ბუდენჰოლცერმა ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეაქო. „ორლანდო მეჯიქთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ბუდენჰოლცერი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ „მამუს" წარმატებული შეხვედრა ჰქონდა.

„სანდრო ძალიან კარგი იყო. გუნდს შესანიშნავი წუთები მისცა, აქტიური იყო, დაცვაში კარგად იასპარეზა, დაფარება მიითვალა და მის მიერ კუთხიდან ჩაგდებული სამიანი მატჩის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტყორცნა იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო იანისისთვის გაკეთებული გადაცემა და ვფიქრობ, ამ საღამოს სანდრო ძალიან დაგვეხმარა“.

„ორლანდოსთან“ მატჩის შემდეგ, კომენტარი მამუკელაშვილმაც გააკეთა და განაცხადა: „ამ მომენტისთვის აქტიურად ვემზადებოდი. როცა G ლიგაში გამიშვეს, ვეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა, რათა, როცა შანს მივიღებდი, რომ ბიჭებს დავხმარებოდი, ყველანაირად მზად ვყოფილიყავი. ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელები მენდობიან და შანსი მომცეს, თანაგუნდელები კი მხარს მიჭერენ და ჩემთვის ყველაფერს აკეთებენ. დაუჯერებელი მატჩი იყო და მიხარია, რომ მოვიგეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდოსთან“ მატჩში, „მამუმ“ პარკეტზე 23 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ამ დროში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიტე: “მეორე ტაიმში ეფექტურობა დაგვაკლდა“
ტიტე: “მეორე ტაიმში ეფექტურობა დაგვაკლდა“