კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გიორგი ჭიაბრიშვილი, იმრან ულად ომარი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: მე-4 წრის საუკეთესოები ცნობილია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობით დასრულდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბათუმის „დინამოსთან“ 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და საბოლოოდ, საქართველოს ისტორიაში მე-19 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით საინტერესო მეოთხე წრის შეხვედრები გამოდგა, სადაც ფაქტობრივად საჩემპიონო რბოლაც შედგა. თბილისური კლუბი განსაკუთრებით შთამბეჭდავი დასკვნით წრეში იყო, რომელიც წაუგებლად ჩაამთავრეს.

მეოთხე წრის დასრულების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური გუნდი დასახელდა.

მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი თბილისის „დინამოს“ დამრიგებელი, გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა.

საუკეთესო ფეხბურთელად კი „დინამოელთა“ მაროკოელი ნახევარმცველი ომარ იმრანი დასახელდა.

 

მე-4 წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

 

 

მეკარე: კუტალაძე (თბილისის „დინამო“).

 

მცველები: ვანდერსონი („დილა“), ტაბიძე (თბილისის „დინამო“), მონტეირო („ტორპედო“), მალი (თბილისის „დინამო“).

 

 

ნახევარმცველები: ალეფ სანტოსი („დილა“), იმრანი (თბილისის „დინამო“), ჯეფინო („სამგურალი“).

 

თავდამსხმელები: კამარა (თბილისის „დინამო“), ჯოვინო (ბათუმის „დინამო“), რუხაძე („სამგურალი“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან ფიფია: „ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ“
რომან ფიფია: „ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა მოვემზადოთ“