ხვიჩა კვარაცხელია, გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

„ცხოვრებაში არის მომენტები, რომელთა გადალახვა განსაკუთრებით რთულია“

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ბოლო სეზონში საქართველოს ჩემპიონატში დაძაბულობა განსაკუთრებით მძაფრი იყო. ასეთი დაძაბულობა არც მახსენდება როდესმე ყოფილიყო. გარდა ამისა, განხორციელდა მოსალოდნელი და მოულოდნელი ცვლილებები, რაც ვიცოდი, რომ ჩვენს თამაშს დაეტყობოდა. ასევე, ფეხბურთელებს დაღლილობა ეტყობოდათ. ეს ყველაფერი იმის საფუძველს მაძლევდა, რომ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. შევეცადეთ გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ მეორე ადგილს დავჯერდით.

გეგუჩაძე „სლოვანთან“ მარცხზე: „მოლოდინი გვქონდა, რომ ამ ეტაპს გავივლიდით და ამასთან ახლოს ვიყავით. ცხოვრებაში არის მომენტები, რომელთა გადალახვა განსაკუთრებით რთულია. გარდა ფსიქოლოგიური ტვირთისა, ფეხბურთელები დაღლილობას გრძნობდნენ და ზოგიერთ მოთამაშეს ტრავმა აწუხებდა“.

გეგუჩაძე ზაფხულის ტრანსფერებზე: „პირადად ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსალოდნელი იყო, თუმცა ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის წასვლას არ ველოდი“.

გეგუჩაძე ბათუმის „დინამოში“ მუშაობის 5-წლიან პერიოდზე: „5 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ, საქმე ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ და ვფიქრობ, კარგი შედეგი დავდეთ, რანგით მეორე ლიგიდან უმაღლესში გადავედით, სადაც სამჯერ ვიცე-ჩემპიონები გავხდით, ერთხელ კი - ჩემპიონები, თუმცა წინ რომ წავიდეთ და ხარისხობრივად 1 ნაბიჯი წინ რომ გადავდგათ, კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენს გულშემატკივარს ეს მოლოდინი აქვს. ხუთწლიან პერიოდს დადებითად ვაფასებ, მაგრამ კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხარისხობროვად წინ წავიდეთ. 

გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მოთმინებით აღივსონ, რადგან გუნდის შენების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ეს ყოველდღიური და ყოველწლიური შრომაა“.

გია გეგუჩაძის თქმით კლუბს ძლიერი აკადემია სჭირდება: „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საკუთარ კედლებში გარკვეული დაკომპლექტება უნდა მოხდეს. ის ფუფუნება, რაც თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და „საბურთალოს“ აქვთ, ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ზურგი გამაგრებული არ გვაქვს. ამაზე ფიქრი არ წყდება, თუმცა ამ ყველაფერს სხვა გასაქანი სჭირდება. ვგულისხმობ, ფინანსებს, კადრების დეფიციტსა და ასე შემდეგ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძე: „გეგუჩაძე რჩება, დაახლოებით 15 ფეხბურთელია მოსაყვანი“
ბერიძე: „გეგუჩაძე რჩება, დაახლოებით 15 ფეხბურთელია მოსაყვანი“