მეტოქე გუნდის მოთამაშეებს თოვლის გუნდები დაუშინეს - მსაჯებს ზომების მიღება მოუწიათ
Aa
Aa

მეტოქე გუნდის მოთამაშეებს თოვლის გუნდები დაუშინეს - მსაჯებს ზომების მიღება მოუწიათ

გასულ უქმეებზე, NFL-ის მორიგი მატჩები გაიმართა და ერთ-ერთმა შეხვედრამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. „ბუფალო ბილსი“ საკუთარ კედლებში „მაიამი დოლფინსს“ დაუპირისპირდა და 32:29 იმარჯვა, მასპინძელთა ქომაგთა ქმედებებს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მატჩის მიმდინარეობისას, ბუფალოში ძლიერად თოვდა და ადგილობრივმა გულშემატკივრებმა თოვლის გუნდები გააკეთეს, რომლებსაც თავდაპირველად, ჰაერში ისროდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და „ბილსის“ ფანებმა თოვლის გუნდები „მაიამის“ მოთამაშეებს დაუშინეს, რის შემდეგაც მსაჯებს ზომების მიღება მოუწიათ.

არბიტრებმა მატჩი შეაჩერეს და „ბუფალოს“ ქომაგები გააფრთხილეს. თუ ისინი თოვლის გუნდების სროლას განაგრძობდნენ, მათი გუნდი 15-იარდიან ჯარიმას მიიღებდა. ამ განცხადებას ტრიბუნებზე სტვენა მოჰყვა, თუმცა „ბილსის“ გულშემატკივრებმა თავიანთი „ბუფალო“ პირველ ადგილზე დააყენეს და თოვლის გუნდებზე უარი თქვეს.

საინტერესოა, რომ „დოლფინსის“ თავკაცმა, მაიკ მეკდენიელმა მსაჯებს „ბუფალოს“ დაჯარიმება რამდენჯერმე მოსთხოვა და თვლიდა, რომ ნასროლი გუნდები მისი მოთამაშეების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ფლორიდელთა საბედნიეროდ, მათგან არავინ დაშავებული და არც ვინმეს მიუღია დაზიანება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში
წუთიერი დუმილი მბაპესთვის - ემილიანო მარტინესის შეძახილი გასახდელში