უელსელი მორაგბე: „დიდი პატივისცემა საქართველოს, შერკინებაში ძლიერი გუნდი ჰყავთ“
Aa
Aa

უელსელი მორაგბე: „დიდი პატივისცემა საქართველოს, შერკინებაში ძლიერი გუნდი ჰყავთ“

უელსელმა მორაგბემ, სემ უეინრაითმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. 24 წლის მოთამაშემ, რომელსაც „დრაკონების“ რიგებში მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული, განაცხადა, რომ „ბორჯღალოსნებთან“ ჯახის შემდეგ, იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო.

„საშემოდგომო მატჩების შემდეგ, იმედგაცრუებული ვიყავი. განსაკუთრებით, საქართველოსთან დაპირისპირების შემდეგ. უდიდესი პატივისცემა ბორჯღალოსნებს, რომლებსაც შერკინებაში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, იმედგაცრუება ვიგრძენი.

შევეცადე, იმ მატჩიდან ყველაფერი მესწავლა, რაც შესაძლებელი იყო. ეს პროცესი მსიამოვნებს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაში, მოვლენები კარგად ნამდვილად არ განვითარებულა. მორაგბისთვის მნიშვნელოვანია, ნეგატიური სიტუაცია პოზიტიურად აქციოს და ვცადე, სწორედ ეს გამეკეთებინა“.

შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა 2022 წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, შემდეგ კი უელსს სტუმრად აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ
„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ