კარლოს ალკარასი, ავსტრალიის ღია პირველობა
Aa
Aa

ოფიციალურად - ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება. მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი კარლოს ალკარასი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი კი კუნთის ტრავმა გახდა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ამ ფაქტთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

ალკარასი:

„როდესაც წინასასეზონო მომზადებას გავდიოდი და საუკეთესო ფორმაში ვიყავი ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მივიღე. ბევრი ვიმუშავე, რომ ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზად ვყოფილიყავი. სამწუხაროდ მონაწილეობას ვერ მივიღებ.

ჩემთვის ახლა რთული პერიოდია, მაგრამ უნდა გამოვჯანმრთელდე და უფრო ძლიერი დავბრუნდე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ავსტრალიაში 2024 წელს შევხვდებით.“

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს დაიწყება და 29-ში დასრულდება. რაც შეეხება ალკარასს, ესპანელი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის ATP რეიტინგში 6820 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. ცნობისთვის, ალკარასმა გასულ წელს კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის გამო - ATP-მა ბრიტანეთი დააჯარიმა
რუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციის გამო - ATP-მა ბრიტანეთი დააჯარიმა