თბილისის დინამო, რადნიჩკი
Aa
Aa

მძიმე ბრძოლა ბოლო წუთამდე - დინამო რადნიჩკთან 1 ბურთით დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში თბილისის „დინამო“ „რადნიჩკს“ სტუმრად დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 10:11 დამარცხდა. სტანოევიჩის გუნდს გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მასპინძელთა მეკარე ბრწყინავდა.

პირველი მეოთხედი ქართველთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა და გაჩნდა იმედი, რომ მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს მოვიგებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე და მესამე მეოთხედი რადნიჩკმა მოიგო. ჯერ 4:3, ხოლო შემდეგ 3:2.

გადამწყვეტი პერიოდის წინ, მასპინძლები ერთი ბურთით წინ იყვნენ და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. თბილისელები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ წინ ვერ გავიდნენ. ბოლო მეოთხედი 2:2 დასრულდა, ჯამში 11:10.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს, სტანოევიჩის შეგირდები საკუთარ კედლებში „ჰანოვერის“ წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მაგარი ტრანსფერი“ - The Guardian-ის რჩეული ტორპედოში ითამაშებს
„ძალიან მაგარი ტრანსფერი“ - The Guardian-ის რჩეული ტორპედოში ითამაშებს