სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია!

ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია. 29 წლის მოფარიკავემ ტურნირის ფინალში იტალიელი ლუიჯი სამელე დამაჯერებლად, 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალსაც დაესაკუთრა.

ფინალამდე, ბაზაძემ ნახევარფინალში უნგრელ ადრას სატმარს 15:12 მოუგო, მეოთხედფინალში გერმანელი მატიას შაბო 15:8 დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელი რაულ ბონაჰი გამოთიშა ასპარეზობას - 15:13.

უფრო ადრე, ძირითადი ეტაპის პირველ ორ წრეში ქართველმა მოფარიკავემ ჯერ რუმინელი მატეი სიდუ 15:4 დაამარცხა, შემდეგ კი იაპონელ კენტო იოშიდასთან დაძაბულ ბრძოლაში 15:14 გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც გრან პრიზე შეძლო ჩემპიონობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები